სამტრედიაში, ნავთობბაზარს ცეცხლი გაუჩნდა

სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ხანძარია. ცეცხლი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს.

საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი თემები