სამტრედიაში მდინარე რიონში 72 წლის კაცს ეძებენ

სამტრედიაში, მდინარე რიონში 72 წლის კაცს ეძებენ. სამძებრო ღონისძიებები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მდინარის ნაპირზე დაკარგული კაცის ტანსაცმელი იპოვეს.  
დაკარგულის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ სახლიდან მდინარე რიონზე წავიდა, რის შემდეგაც ის აღარავის უნახავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია 10
მეხანძრე-მაშველი, 3 მყვინთავი, 1 ექო-ლოტი რომელიც ახდენს ფსკერის სკანკრებას და დრონი.

მსგავსი თემები