სამკვირიანი, დროებითი მთავრობა დამტკიცებულია

საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ 3 ახალი წევრი ჰყავს.

მინისტრთა კაბინეტის ხელმეორედ დამტკიცებამდე, რომელიც 3 კვირაში მოხდება, სამინისტროებს  პრემიერ-მინისტრ  მამუკა ბახტაძის მეთაურობით  უხელმძღვანელებენ:

გიორგი გახარია – შინაგან საქმეთა მინისტრი; თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი; კახა კახიშვილი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;  გიორგი ჩერქეზიშვილი  – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ნიკოლოზ გაგუა – ფინანსთა მინისტრი;  დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი;  მიხეილ ჩხენკელი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;  ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ლევან იზორია – თავდაცვის მინისტრი;   მიხეილ გიორგაძე – კულტურისა და სპორტის მინისტრი;  სოზარ სუბარი – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; მაია ცქიტიშვილი –  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; დავით სერგეენკო – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი და ქეთევან ციხელაშვილი  – სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

 

მსგავსი თემები