“სამი ძირითად მიმართულებაა: ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, ამ დრომდე გაწეული სამუშაოს შედეგად, გარკვეული შედეგები არსებობს, რომელიც დღეს უნდა შეაჯამონ.

პრემიერის განმარტებით, სამი ძირითად მიმართულებაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება.

„ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ სამუშაოს შემდგომ, რომელიც უკვე გაწეული იყო გარკვეული შედეგები გვაქვს, რომელიც შეგვიძლია შევაჯამოთ, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ, ან გვისაუბრია აქამდე, ეხება მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. ეს არ არის პოსტ კრიზისული მართვა, ეს გახლავთ მიმდინარე კრიზისში მართვა. ამიტომ არის გარკვეული ნიუანსები, თავისებურებები, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.
მიგეხსენებათ, რომ უკვე მესამე თვეა, ჩვენი ქვეყანა უმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას, ეს გახლავთ გლობალური ეპიდემია, რომელმაც ასე მოულოდნელად, ერთ დღეში ფაქტობრივად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. ეს არის გლობალური გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც ჩვენ, საქართველოს მთავრობა, მთლიანად ხელისუფლება, მთლიანად სახელისუფლებო გუნდი გამკლავების ნაწილში ვეყრდნობით პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს და ასევე მწყობრ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და საფუძველი წარმატების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები