“სამივე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსს ემორჩილება” – ლევან რატიანი

“სამივე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და დაწყებულ მკურნალობის კურსს ემორჩილება”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალშობილების ტესტის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„ახალშობილების მდგომარეობის დინამიკა უცვლელია. ხორციელდება მართვა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“, – დასძინა რატიანმა.

რაც შეეხება ორ ასაკოვან ქალ პაციენტს, ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკული რჩება, თუმცა ვიტალური პარამეტრები კორეგირდება და აქედან გამომდინარე, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება“, – განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, სულ ამჟამად კლინიკაში 57 პაციენტია, მათგან 13 კორონავირუსით ინფიცირებულია. რამდენიმე ათეული პაციენტის კორონავირუსზე ტესტის პასუხები კი უარყოფითი იყო, ამიტომ მათ კლინიკა დატოვეს.

„ისინი საკარანტინო ზონაში გადავიდნენ. დღეს ასაევე გაგზავნილი გვაქვს ახალი ნიმუშები და დღის ბოლომდე ველოდებით ბიოლოგიური მასალის ტესტის პასუხებს“, – განაცხადა რატიანმა.

მსგავსი თემები