დროებით მთავრობის პარლამენტი დღეს დაამტკიცებს 

 

საქართველოს პარლამენტში დღეს, რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც  საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე  იმსჯელებენ.

„გამოცემულია საქართველოს პრეზიდენტის აქტი – განკარგულება 2018 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად. სხდომა 20 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, განსახილველ და კენჭსაყრელ საკითხს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, შემდეგ იქნება უკვე შესაბამისი გამოსვლები, როგორც არის გათვალისწინებული- კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და დასკვნითი სიტყვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები