“სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის ღონისძიებები უნდა გამკაცრდეს ისე, როგორც არასდროს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისე, როგორც არასდროს, უნდა გამკაცრდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ. პირველი ესაა, ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში – უნდა გამკაცრდეს ისე, როგორც არასდროს, რომ ჩვენ მინიმუმადე დავიყვანოთ ინფექციის შიდა გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში. ეს იცის თითოეულმა ჩემმა კოლეგამ და მათ ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა დაიცვან, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირება, ჯერ ერთი დაავადების შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით და შემდეგ  ჩვენ არ ვართ განებივრებული  ბევრი ძალიან მაღალპროფესიონალი ადამიანებით, ვინც ამ დროს საჭიროა და მათი ჩანაცვლება შემდეგ რთულია. საბედნიეროდ, ამ ორ ადამიანს რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ, მალე გამოჯანმრთელდებიან“ , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები