სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე დაინიშნა


თბილისის საკრებულოს სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა. მან კახა სამხარაძის სამუშაო გამოცდილებაზე და მის საქმიანობაზე ისაუბრა. 

საკრებულოს წევრებმა კახა სამხარაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. 

მსგავსი თემები