სამართლის ლექტორი სტუდენტთან ინტიმური დაახლოების მცდელობას უარყოფს

19 წლის სტუდენტის მიერ სექსუალური შევიწროებისთვის მხილებული ლექტორი ბრალდებას სიბინძურეს უწოდებს. როგორც მუნიციპალური სამართლის ლექტორი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ომარ მახარაძე აცხადებს, მას ტელეფონი გაუტეხეს და სტუდენტისთვის შეტყობინებები მას არ გაუგზავნია.

„ეს ყველაფერი სიცრუეა, არავითარ სიმართლეს არ შეიცავს. სიბინძურისა და დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია. ჩემი ტელეფონი გატეხეს ეს სიბინძურე ჩაიდინეს. „აიქლაუდია“ გატეხილი. ვიცოდი, რომ ეს ასე იყო და ჩემი ტელეფონი გატეხეს. ეს მაშინ მოხდა, როცა პარტიული დავალების შესასრულებლად ხულოს მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდი. გამოძიება ყველაფერს დაადასტრებს“ – აცხადებს ომარ მახარაძე.

მასთან სრულად გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რადგან, მისი ტელეფონი ხშირად ითიშებოდა და ზოგადად, მობილური ძირითადად გამორთული აქვს.

ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინურ კომისიში, დღეს, მომჩივანი სტუდენტი გოგონას მოსმენა იგეგმება „კომისია გმობს ფაქტს. უნივერიტეტის რეაგირება იყო ადეკვატური. ლექტორს შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. დისციპლინურ კომისიას დაგვევალა საკითხის შესწავლა და შესაბამისი წინადადების წარდგენა ადმინისტრაციის მიმართ“ – განუცხადა კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. რაც შეეხება თავად ლექტორ ომარ მახარაძეს, ის უკრაინიდან საქართველოში 4 დღეში დაბრუნდება.

რაც შეეხება ლექტორის მხრიდან სტუდენტი გოგონასთვის, შესაძლო ინტიმური ხასიათის შეტყობინებებისა და ფოტოების გაგზავნას, სრულ მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://mcm.ge/



მსგავსი თემები