„სამართლიანი არჩევნები“ „კოორდინატორების“ მობილიზებაზე განცხადებას აკეთებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ საარცევნო უბნებზე ე.წ. კოორდინატორების მობილიზებასა და ამომრჩეველთა კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.  ორგანიზაციის ინფორმაციით „კოორდინატორები“ ამომრჩევლებზე ზეგავლენას ახდენენ.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და დაუბრკოლებლად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა დაკვირვებისთვის ხელის შეშლის ფაქტები. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებელზე ზეწოლის მცდელობას. უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, მაგრამ ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა წილისყრისა და დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევებს.

განსაკუთრებულად  შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ“ – აღნიშნა მიხეილ ბენიძიემ.

მისივე ინფორმაციით,  „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 21 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 9 საჩივარი.

მსგავსი თემები