სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, გამოჯანმრთელება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, გამოჯანმრთელება უსურვა.

„გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას თქვენ და თქვენს ოჯახს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში დღეს განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები „კოვიდ-19“-ით არიან ინფიცირებულები. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფება.

მსგავსი თემები