სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში ჩავიდა

პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში ჩავიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესს გაეცნო. დაათვალიერა ბოლნისის გერმანული უბანი.

პრეზიდენტმა ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა, რომლის მეორე ეტაპის სამუშაოებიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მუზეუმში ბოლნისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული 3 774 ექსპონატი განთავსდება.

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისის სიონსაც ეწვია. ტაძარში პრეზიდენტს ბოლნისელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა უმასპინძლა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი თემები