სალომე ზურაბიშვილი ფინანსურ დახმარებას მოსახლეობას და ბიზნესმენებს სთხოვს 

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ფინანსურ დახმარებას გაჭირვებული მოსახლეობისგან და ბიზნესისგან ითხოვს. აღნიშნული განცხადება მან დღეს საკუთარი თავის საპრეზიდენტო კანდიდატად  წარდგენისას გააკეთა.

„თუ ვინმე მხარს დამიჭერს ვიქნები მხოლოდ მადლიერი. რაც შეეხება ფინანსებს, მე ზუსტად იგივე პრობლემა მქონდა როცა დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ამიტომ იყო რომ დამცინოდით 2 კოლოფი სიგარეტი რატომ და როგორო… აუცილებელია, რომ არჩევნებში ჩაერთოს მოსახლეობა. ვიცი ამ მოსახლეობის პრობლემები და სიდუხჭირე რაც არსებობ, მაგრამ, ეს ჩართულობა, თავიანთი ძალიან მცირე სახსრებით არის იმისი ნიშანი, რომ მხარს გიჭერენ და შენს გვერდით იქნებიან. ამიტომ, მე ვითხოვ მხარდაჭერას არა მხოლოდ მოსახლეობის, არამედ ბიზნესის. დღეს საქართველოში თავისუფალი ვითარებაა და არავის უნდა ეშინოდეს, დაეხმაროს დამოუკიდებელ კანდიდატს“ – განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

მსგავსი თემები