სალომე ზურაბიშვილი სტუმრებს წინანდალში ხვდება

საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ინაუგუირაციის ღონისძიებისთვის ჩამოსულ სტუმრებთან შეხვედრას წინანდალში მართავს. ვინაიდან პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებისთვის, დროებით სასტუმროსაც გამოიყენებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს, პრეზიდენტი საფრანგეთიდან ჩამოსულ ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებსაც წინანდალში მიიღებს.

„სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას ასევე გამარტავს ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებთან. იცით, რომ ინაუგურაციისთვის საფრანგეთიდან ემიგრანტების შთამომავლების ძალიან დიდი ნაწილი ჩამოვიდა, რომლებიც ჯერ საქართველოში არც ყოფილან. მათთან დაგეგმილია სადილი. პრეზიდენტს წინანდალში ჰქონდა შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან, ისევე როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან, პოლონეთისა და სხვა დელეგაციებთან“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მსგავსი თემები