სალომე ზურაბიშვილი: პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება აუცილებლად უნდა დასრულდეს

„საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ, არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს, – ასე გამოეხმაურა ფეისბუქის პირად გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს.

პრეზიდენტი სამართალდამცველებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს და აღნიშნულ საკითხში, საზოგადოების ფართო ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია.

საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ, არაიდენტიფიცირებული გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია“,  – აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები