“სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს.

მათივე განმარტებით, შეწყალება უშუალოდ ახალი წლის წინ არ იგეგმება და პატიმართა ნაწილის გათავისუფლება, მხოლოდ შობის დღესასწაულისთვის მოხდება.

იქნება თუ არა ამ სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე, უცნობია.

მსგავსი თემები