სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში, ტოჩინოშინთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით არის წასული, სპორტსმენ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს შეხვდა. 

“ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.

დღეს პრეზიდენტმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. წამყვანი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ქართული ღვინის ისტორიასა და უნიკალურობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა მათთან შეხვედრაზე ქართული ღვინის უნიკალურობას გაუსვა ხაზი. 

მსგავსი თემები