სალომე ზურაბიშვილი: დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დაპირისპირება სახელმწიფოს აზიანებს და დროულად დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.

“აუცილებელია დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.

ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა, გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მხოლოდ მტერს. მაშინ როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა და ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედგების წინაწარ გათვლას, რაც გუშინ დაირღვა.

„მადლობა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ასევე, ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც ბოლო შესაძლებლობამდე ცდილობდნენ, ჩვენი მოქალეებისთვის მიეცათ სამართლიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება. ჩემი გულის ტკივილის გამოხატვა არაა სააკმარისი. საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პასუხიმგებლობას მომხდარზე.

პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედგების წინაწარ გათვლას, ეს გუშინ დაირღვა. მომხდარმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და გამოიწვია ჩვენი ერის პროტესტი. არ არის გამორიცხული რომ აქ გარკვეული პროვოკაციების ნიშნებიც იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები