სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში დღეს დაიწყება.

ევროპის საბჭოს მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰენდრიკ დემსთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან, დაგეგმილი რომელთაც ზურაბიშვილი შეხვდებაქ.

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ევროპის სასახლეში, ასევე, იგეგმება ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

დღის ბოლოს კი საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართება, სადაც მოეწყობა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები