სალომე ზურაბიშვილის მოღალატედ გამოცხადება რუსული სცენარია – გოგა ხაინდრავა

​ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პიარკამპანია მოსკოვში დაიგეგმა, რისთვისაც რუსეთიდან ჩამოსულია ვიტალი შკლაროვი. ის იყო ქსენია სობჩაკის პიარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და სწორედ მათი იდეაა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ გამოცხადება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ დღეს განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და დღემდე რუსეთის მოქალაქეა. სწორედ ის უწოდებს მოღალატეს საფრანგეთში, ემიგრაციაში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს. ვაშაძის ასეთი პიარკამპანია, ხაინდრავას თქმით, მოსკოვში დაიგეგმა.

ხაინდრავა ​ქართულ მედიას მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარეს ნუ აღმოჩნდებიან “სიცრუის ტირაჟირების პროცესში”.

“ევგენი შკლაროვი, რომელიც არის პიარ ჯგუფის ხელმძღვანელი და რომელიც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში დღეს. მისი იდეაა, პირდაპირ კრემლიდან გამოგზავნილია. ისინი კარგად იცნობენ, როგორც კგბ -ს, ისე ჰიტლერის გერმანიის გამოცდილებას, რომ მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რასაც შენ თვითონ ჩადიხარ. ამიტომ, ამ შკლაროვმა ჩამოიტანა ეს იდეა და ახორციელებენ ქართველი ჟურნალისტების დახმარებით და მონაწილეობით. ეს არაერთხელ განუხორციელებიათ. ეს არის სირცხვილი, ცოტა გამოფხიზლდით, დაფიქრდით, ვინ ებრძვის ამ ქვეყანას, რა ხერხით ებრძვის და საიდან მოდის საფრთხე სალომესგან თუ ვაშაძე – სააკაშვილისგან? ეს ხომ თქვენი შვილების მომავალს და თქვენ ბედს ეხება? ეს ხომ ტყუილია, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებით თურმე, საქართველოში ჩამოიშლება “ოცნების” ხელისუფლება”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია უნდა არის რუსეთი და ამას აკეთებენ სააკაშვილისა და ვაშაძის ხელით.

“დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რუსეთის გარდა, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია აინტერესებს. ასევე, დამისახელეთ ერთი ქვეყანა, ვისაც აინტერესებს დესტაბილიზაცია უკრაინაში, რუსეთის გარდა. მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვისაა გამოყენებული და სხვა არაფრისთვის. ვისი ხელით აკეთებს ამას – გრიგოლ ვაშაძის. ერთიც და მეორეც კგბ-ს სამჭედლოში გაზრდილები არიან. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვისა და კიევის დიპლომატიური აკადემიები იყო რუსული უშიშროების სამჭედლო. რუსული დიპლომატია, არის უშიშროების დიპლომატია. გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ, ის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და რუსეთის მოქალაქე, დღეს სააკაშვილთან ერთად ქალბატონს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ მისი ოჯახი იყო გაძევებული აქედან, ამ ქვეყანას წაართვეს დამოუკიდებლობა, ეს ვიგინდარები, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით მოღალატეს ეძახიან”, – აცხადებს გოგა ხაინრდავა.

მსგავსი თემები