„სალომე გამორჩეული კანდიდატია, მისი ევროპული საარჩევნო კამპანიით“ -შოთა ხაბარელი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შოთა ხაბარელმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მორიგი წინასაარჩევნო კამპანია წინ უბნის ამომრჩევლებთან გამართა. როგორც ხაბარელმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ისეთივე გამორჩეული პრეზიდენტი იქნება, როგორ გამორჩეულ და ცივილურ წინასაარჩევნო კამპანიასაც ატარებს.

„სალომე ზურაბიშვილის პიროვნებას ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მის საარჩევნო კამპანიაშიც ცხადი და ნათელია მისი გამოცდილება, სიმშვიდე, ევროპულობა და ცივილურობა. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის ქვეყნის წარმდგენი და სახე საგარეო მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მისი დიპლომატიური გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის წინ წამწევი და მსოფლიო მასშტაბით, მომგებიანი იქნება. ხედავთ, როგორ მშვიდად ჩაატარა საარჩევნო კამპანია და 28 ოქტომბერს გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ“ – აღნიშნა ხაბარელმა ამომრჩევლებთან.

დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხა, რომელიც ადგილობრივთა გამოწვევებსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეხებოდა.

მსგავსი თემები