„სალომემ და სანდრამ, ზვიად გამსახურდიაზე წარმოდგენა გულწრფელად შეიცვალეს“ – კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიას შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის და ზუგდიდის მერობის კანდიდატის – სანდრა რულოვსის შეხედულებები ზვიად გამსახურდიაზე ნამდვილად შეიცვალა.

კონსტანტინე გამსახურდიას სჯერა, რომ დასახელებული ქალბატონების აღიარება გულწრფელია. აღნიშნული განცხადება კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, სანდრა რულოვსმა გულწრფელად შეიცვალა პოზიცია და ის იმას არ ფიქრობს, რასაც ზვიად გამსახურდიაზე ადრე ფიქრობდა. მეტსაც გეტყვით, სალომე ზურაბიშვილზეც ასე ვფიქრობ. სალომე ზურაბიშვილიც, 1992 წელში ფიქრობდა სხვანაირად, თუმცა, პოზიცია მანაც შეიცვალა. მე არ მინდა ეჭვი შევიტანო სანდრა რულოვსში და სალომე ზურაბიშვილის გულწრფელობაში. ამ შემთხვევაში ორივე ქალბატონი არის გულწრფელი. მე სიცრუის დეტექტორი არ დამიყენებია, მაგრამ ვენდობი ამ ადამიანების განცხადებებს“ – განუცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსი და სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნეგატიურად და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. ბოლო პერიოდში კი, მათ განცხადება გააკეთეს, რომ მაშინ ცდებოდნენ და დღეს, ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალეს.

მსგავსი თემები