საკუთარი შვილის ცემისთვის მოქალაქეს ერთი წლით პატიმრობა მიესაჯა 

არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს მკვიდრს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, 21 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ა.ა.-მ არასრულწლოვან შვილს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის 23 ივნისს, მარნეულში დააკავეს.

მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის N 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით წარუდგინა, რაც გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მხრიდან, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის აღკვეთას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

მსგავსი თემები