საკრებულოს წევრი პროკურატურაში ისევ დაიბარეს

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში, საკრებულოს წევრის – გია დანელიას ხელმეორედ გამოკითხვა მიმდინარეობს. დანელია ფარულ ჩანაწერში არსებულ დავალებებს ფაბრიკაციას უწოდებს

“ჩანაწერი ფაბრიკაცია, მონტაჟია და არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, ანუ 2 წლის წინ, საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, კონკრეტულად ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩანაწერი, სავარაუდოდ, მის მიერაა გაკეთებული. მას მოვუწოდებ, თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი”, – განაცხადა დანელიამ პროკურატურაში შესვლამდე.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო. საქმე ეხება ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, გია დანელია მეორე ადამიანს არჩევნების ყველა შესაძლო მეთოდებით მოგებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს არც მოსყიდვას და არც ადამიანთა გატაცებას. ოპოზიცია გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

მსგავსი თემები