“საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში შეუჩერდებათ, თუ პატიმრობას შეუფარდებენ” – ლევან ჟორჟოლიანი

“საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში შეუჩერდებათ, თუ მათ პატიმრობას შეუფარდებენ”, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს წევრებისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, თუ დეპუტატებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო ან სხვა არასაპატიმრო საშუალება შეეფარდებათ, მათ უფლებამოსილება არ უჩერდებათ.

„ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ვაპირებთ ასე გაგრძელდეს, ვიდრე ხელისუფლებაში ვიქნებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს, მასზე შესაბამისი ადეკვატური რეაგირება იქნება. რაც თქვენ ნახეთ პროკურატურის განცხადება სამი პირის მიმართ წაყენებულია ბრალი ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე, ხოლო ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია შესაბამის ორგანოში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

https://mcm.ge/%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97/

მსგავსი თემები