საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისუყრას პარლამემტი ამ დრომდე ვერ ახერხებს

უმრავლესობა კონსულტაციას კონსულტაციაზე გადის. ამის მიზეზი ის არის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე შეჯერებული პოზიცია ისევ არ არსებობს. მაშინ, როდესაც საკითხი კენჭისყრაზე უნდა დამდგარიყო, სიტყვა უმრავლესობის ლიდერამ გია ვოლსკიმ ითხოვა და კოლეგებს საკითხის ხვალ გადადება შესთვაზა.

„ვფირობ ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტლება მივიღეთ ვინც ვიყავით გასულები. ხმამაღალი საუბარი კი მოგვივიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გვაქვს ანტაგონიზმი. მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხე ასეთ მნიშნველბოვან საკთხთან დაკავშირებით, ხვალ დილას შევიკრიბოთ 10 საათზე პარტიის ოფისში. ვთხოვ ოპოზიციას მხარი დაგვიჭიროს ამაში“ – განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტში.

ამ წუთებში, პარლამენტში, დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრამდე უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ლიდერები კონსულტაციას მართავენ.

მსგავსი თემები