საკონსტიტუციო სასამართლოში, გასულ წელს, 95 კონსტიტუციური სარჩელი შევიდა

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წლის შედეგებს აჯამებს. მოსამართლეები სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო სექტორს, დონორ ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მედიას გასული წლის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს აცნობენ.

გახმაურებულ საქმეებს შორის, მარიხუანას პირად მოხმარებაზე, ყველა ტიპის სანქციის გაუქმების და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საგადასახადო პრივილეგიების გაუქმების საკითხებიც მოხვდა. 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ სულ 64 საქმეზე დაასრულა სამართალწარმოება.

წლის განმალობაში, ყველაზე ხშირად განსახილველი სარჩელი კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევას ეხებოდა.

სასამართლოში, გასულ წელს, 95 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა. 74 შემთხვევაში სარჩელის ავტორი ფიზიკური პირი იყო.

სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა. ზაზა თავაძემ შეხვედრაში მონაწილე მხარეებს და დონორ ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრაზე სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების საკითხებიც განიხილეს. 

მსგავსი თემები