“საკმარისია, დაინიშნოს მოსამართლეების ის რაოდენობა, რომელიც სასამართლოს შეინარჩუნებს, – ეს არის 5 ადამიანი”- ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სამოქალაქო სამართალში, ცალკე პალატის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს. ​როგორც ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სიიდან, საჭიროა, მხოლოდ 5 მოსამართლე დაინიშნოს, რაც უზენაეს სასამართლოს შეინარჩუნებს.

მისი თქმით, ყველა სასამართლო პალატა, გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პალატისა, შევსებულია: „უზენაეს სასამართლოს დღეს არ სჭირდება მოსამართლეები სამოქალაქო სამართალში. ყველა პალატა, რომელიც იხილავს დავებს, მათ შორის კომერციულ დავებს, დღეს შევსებულია. რა საჭიროა, შეიქმნას ცალკე პალატა, სამოქალაქო სამართალში. საჭიროება გვაქვს სისხლის სამართლის პალატაში, სადაც სამი ადამიანია საჭირო და ადმინისტრაციულ პალატაში, სადაც დღეის მდგომარეობით 2 მოსამართლეა საჭირო,” – განაცხადა ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, მმართველი გუნდი სიმბოლურ კომპრომისზე წავიდეს.

„ეს სია აქამდე უნდა უარეყო “ქართულ ოცნებას,” ჩაეგდო პროცესი და თავიდან დაეწყო შერჩევა. რადგან გასაუბრება გრძელდება და იმ რეალობის წინაშე ვდგებით, რომ შეიძლება სიიდან ვიღაცეები დანიშნოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ პარლამენტში წარდგენილი კანდიდატებიდან, არავითარ შემთხვევაში, 9-ზე მეტი ადამიანის დანიშვნა არ შეიძლებოდა. ეს, რა თქმა უნდა,  ცუდი გამოსავალია. მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ გარკვეულ სიმბოლურ კომპრომისზე წამოვიდეს “ქართული ოცნება” და 20-ვე მოსამართლე არ დაამტკიცოს“ – განაცხადა ანა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები