“საკითხის განხილვა, რომ გადასახადის გადამხდელის ფულით ვიღაცას ბინას ვუფინანსებთ, არასწორია” – ირაკლი როსტომაშვილი

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ამ საკითხის ისე შეხედვა, რომ გადასახადის გადამხდელის ფულით ვიღაცას ბინას უფინანსებენ, არასწორია

„ეს არის სტიმულირება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული და რაღაც აფერხებთ. თუ მათ გადავაწყვეტინეთ ბინის ყიდვა, ამას ექნება გენერატორის ამოქოქვის ეფექტი. ამ პროგრამის ასამუშავებლად, მთავარი მოთამაშე იქნება ბანკი. მენაშენე აქ ყველაზე პასიურია, მისი ვალდებულებაა შენობა ააშენოს. პროექტის დაფინანსებას ჰყავს ორი მხარე – სახელმწიფო და ბანკი. კარგი რაღაც მოხდა, სახელმწიფომ თქვა, რომ მშენებლობების დასრულებაზე პასუხს ვაგებ”, – აღნიშნა როსტომაშვილმა.

მსგავსი თემები