საკვირაო წირვას პატრიარქი ვერ დაესწრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრება.

პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, პატრიარქი გაციებულია და გართულებების თავიდან ასაცილებლად ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს.

„პატრიარქი სამი დღის წინ გაცივდა. ჩვეულებრივი გრიპული ვირუსია, არაფერი განსაკუთრებული. ტემპერატურა არ აქვს და არც მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება, უბრალოდ გართულებების თავიდან ასაცილებლად, სახლის პირობებში ყოფნა არის სასურველი. შესაბამისად, საკვირაო წირვას ის ვერ დაესწრება“, – აცხადებს ცისანა შარტავა.

მსგავსი თემები