საინტერესო ფენომენია ამომრჩეველთა ის 40%, რომლებმაც ვაშაძეს მისცეს ხმა – გუგული მაღრაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გუგული მაღრაძის აზრით, ხმების 40%, რომელიც არჩევნების მეორე ტურში, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ძალიან საყურადღებო და საინტერესო ფენომენია.

როგორც გუგული მაღრაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, საქართველოში, სადაც უამრავი ადამიანი დაზარალდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიანი მმართველობის შედეგად, მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.

​მისი
შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა, ვიდრე პოლიტიკური პარტია.

“მე არ ვიტყვი, რომ ეს 40 % ერთგვაროვანი მასაა. გარედან რომ შევხედოთ, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო სექტაა ვიდრე პოლიტიკური პარტია, ყავს თავისი ლიდერი, რომელსაც არაცნობიერის დონეზეც ჰყავს თავისი აღფრთოვანებული მხარდამჭერები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად უჭერენ მათ მხარს. რატომ? ამას უნდა კვლევა და საერთოდაც მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ნაკლოვანება ხშირად ის არის, რომ არ არსებობს იმ ტიპის კვლევები, რომელიც ჩვენ მოგვცემს ზუსტი შეფასების საშუალებას. რა იყო, როგორ მოვედით და რა პერსპექტივები არსებობს? ასეთი ტიპის კვლევები ყველა ნორმალურ ქვეყანაში ტარდება. მეც მიმაჩნია, რომ ამ ტიპის სამუშაო საქართველოში აუცილებლად უნდა განხორციელდეს”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

 

მსგავსი თემები