“საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი” – ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე

“საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი“ – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საუბრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს.

„სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს. საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ უდევთ წიგნები, თუ იდევთ ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც თავის დროზე შეიმუშავეს სახალხო დამცველმა, პარლამენტმა, საერთაშორისო პარტნიორებმა იმის თაობაზე, რომ მათ ჰყავდათ 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი და ა. შ. საინტერესოა, ასეთი ინფორმაცია თუ მოიძებნება ამ ბიბლიოთეკაში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთს ამბობენ და მეორეს – აკეთებენ. ასე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც მათი სტრატეგია აგებული იყო პროპაგანდაზე, რომ თითქოს დემოკრატიული ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა რეალურად ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები