„საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის – ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოსთან „საზღვარი“ იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე სოფელ წნელისთან „უკანონო საგუშაგოს“ არ მოხსნის.


ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ყურადღება. რუს „მესაზღვრეებთან“ შეხვედრისას გაამახვილა.

„თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს. ამიტომ, რაზდახანში “საზღვარი” დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა “, – განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები