გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერს 10 ოქტომბრის ჩათვლით ლიცენზირებული ტაქსები მიიღებს 

დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა.
კომპანის “ალმა” ვალდებულებების შესრულებას პირველი მარტიდან შეუდგება და ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერს გასცემს: თეთად გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას.

შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ მძღოლებს, რომლებმაც ტაქსით მომსახურების ნებართვა 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს.

გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს. ტაქსები თეთრად გადაიღებება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს პირდაპირ უკავშირდება ტაქსების რეფორმას. იმისათვის, რომ მძღოლებს, რომლებსაც ექნებათ ლიცენზია და გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, გარკვეული ხარჯები არ დააწვეთ, გადაღებვის ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია აიღებს.

“ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტიანი და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ტაქსის მძღოლებისგან თანხას არ მოითხოვს. ის უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამას ორი წლის ვადით განათავსებს და ამის სანაცვლოდ, შეღებვის სამუშაოებს შეასრულებს. პირველი მარტიდან საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ, რომ მოქალაქეებს ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომელთაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება“, – აცხადებს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მიბმული იყო მეტროსა და ავტობუსებზე რეკლამის განთავსების აუქციონზე.

„კონკურსი მივაბით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილი მეტროსა და ავტობუსების შერჩეულ ადგილებზე რეკლამის განთავსების უფლების აუქციონს.საკმაოდ ეფექტიანი ვაჭრობა შედგა. დაახლოებით, 11 მილიონი ლარიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. კომპანია „ალმა“ საკმაოდ კვალიფიციური კომპანიაა და ის უკვე მზადაა, პირველი მარტიდან  ვალდებულება აიღოს“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

მსგავსი თემები