საზოგადოებრივი მაუწყებელი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადადის

„საზოგადოებრივი მაუწყებელის ყველა პლათფორმა მზადაა დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ“ – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანიის  ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზმაუს დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს და დიდაუდიტორიანი და სტუმრიანი გადაცემები დახურეს.

მაღლაფერიძის თქმითვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმა მზადაა ამ რეჟიმზე გადასასვლელად. დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ტელევიზია საერთაშორისო რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. მაღლაფერიძე ირწმუნება, რომ საზმაუ კვლავ მიაწვდის მაყურებელსა და მსმენელს გადამოწმებულ ინფორმაციას.

“მშობლებს ვპირდებით, რომ არ უნდა შეეშინდეთ ტელევიზორთან ბავშვების დატოვების, ბავშვებისთვის იქნება ძალიან ბევრი მულტფილმი, ფილმები და მრავალფეროვანი პროგრამა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მსგავსი თემები