საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილება 50 ლარის ნაცვლად შესაძლოა 20-30 ლარამდე განისაზღვროს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევსთა კოდექსში შესატანი ცვლილებები რამდენიმე წუთში ბიურო სხდომაზე დაინიცირდება. მმართველმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება და პირბადის გარეშე გადაადგილდება 50 ლარის ნაცვლად 20-დან 30 ლარამდე განისაზღვრება. დღესვე გაიმართება საკომიტეტო მოსმენა და ზუსტი თანხა დადგინდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები შედის. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით უნდა დაჯარიმდებულიყო.

მსგავსი თემები