„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეს“ – ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

დეპუტატმა ეკა ბესელიამ უახლოეს მომავალში ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დასრულების შემდეგ დააანონსა. მისი თქმით, დეტალებს საზოგადოებას კოლეგებთან და თანამოაზრეებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„საზოგადოების ხმა პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ. დღეს ჩვენ საზოგადოებამ გვითხრა, რომ არ უნდათ მათ წარსულში მოძალადე მოსამართლეების უვადოდ არჩევა. პირველი ეს არის ის ინიციატივა, რომელიც კანონპროექტის სახით ახლა იხილება პარლამენტში და ჩვენ ეს მხარდაჭერა გვჭირდება. მეორე, იწყება ხელმოწერების შეგროვება აქ, დღესვე. ეს არის ის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადე, რომ ვიწყებთ 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას, რომ უვადოდ მოსამართლეების არჩევა კონსტიტუციაში შეიცვალოს და ეს გავრცელდეს უკვე არჩეულ მოსამართლეებზეც. „დაიცავი საქართველო“ დარჩება, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა. ამიტომაც დღეს მხოლოდ საზოგადოება ლაპარაკობდა აქ და არა პოლიტიკოსები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი თემები