“საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს” – ოპოზიცია აქციას ქუთაისში იწყებს

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დღეს ქუთაისში შეიკრიბებიან. ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი  ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, გაჩერება არ იქნება.

“ქუთაისში მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართება. ყველაფერი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. მსგავსი აქციები გაგრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მათი შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება არა მაშინ, როდესაც სპეცრაზმს გამოიყენებენ ხალხის წინააღმდეგ, ან კონტრ-აქციებს ჩაატარებენ, მათი შექმნილი კრიზისი დამთავრდება მაშინ, როდესაც ერთად მოვძებნით პოლიტიკურ გამოსავალს მმართველი გუნდის შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან. ასევე გაგრძელდება აქციები თბილისში, რუსთაველზეც. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ  საზოგადოება არ გაჩერდება და უკან არ დაიხევს“ – აცხადებს ბაქრაძე.

მსგავსი თემები