„სავარაუდოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა კიდევ გვექნება დღეს“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ჩვენ ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავთ, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება“ – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის განცხადებით ის რაც საგანგებო ვითარების დროს ტარდება ქვეყნებში, საქართველოში ნაწილობრივ უკვე განხორციელებულია.

“ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ამოცანა, ეკონომიკას ზიანი არ მიადგეს და მოსახლეობის ჯანმრთელობას, ამიტომ რეგულაციებსაც შესაბამისად ვიღებთ. გვინდა, რომ თითოეული რეგულაცია იყოს სწორად გაწერილი. ჩვენ შევაკავეთ ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ შიდა გავრცელებას ვერ ავცდებით. მთავარია ეს პროცესი გაიწელოს და დიდი დოზით არ დაგვატყდეს.“

ხუნდაძის ინფორმაციით თუკი შიდა გავრცელების ხარისხი მიაღწევს საგანგაშო ნიშნულს მაშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

„აქ არსებობს მეოთხეული გავრცელების ფაზა, როცა ვერ გაიგებთ საიდან დაინფიცირდა ადამიანი, ამიტომ შესაბამისად ვიმოქმედებთ. გამოთავისუფლებულია რამოდენიმე კლინიკა ასევე. დღეს სავარაუდოდ გვექნება კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავთ თუმცა არ ნიშნავს რომ ეს ვითარება აუცილებლად იქნება.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები