სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელმა ვახტანგ გრიგალაშვილმა განაცხადა.

„თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ“, – განმარტა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 800 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა შეჩერდა.

მსგავსი თემები