“სავალდებულო საპენსიო შენატანის შეჩერება ამ ეტაპზე არაა გათვალისწინებული” – მაია ცქიტიშვილი

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის ფონდში შენატანის დროებით შეჩერება “ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული”.

ცქიტიშვილის თქმით, დამატებითი ზომების მიღებამდე მთავრობამ უნდა შეაფასოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დახმარება დაჭირდება, შემდგომ ნაბიჯებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

“არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად, ჩვენ ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება ან რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები,” – აცხადებს ცქიტიშვილი.

დღეს, 1 აპრილს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერმა გახარიამ 2 მილიარდ ლარიანი დახმარების პაკეტი წარადგინა.

მსგავსი თემები