საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი “თი-ბი-სი ბანკისა” და ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდებს, პოლიტიკური დაკვეთის შესრულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადადგეს.


“ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი – ანაკლიის პორტს საერთოდ გაჩერდება, რადგან შეიძლება რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს; მეორე სცენარია ის, რომ ივანიშვილი შეეცდება, დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები. ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში, მსხვილი ინვესტორები ყოველთვის ატარებენ მოკვლევას მომავალი პარტნიორების შესახებ. როდესაც რაიმე საეჭვოს აღმოაჩენენ ან შეიტყობენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე, ბუნებრივია, თანამშრომლობისგან თავს იკავებენ. მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, თავს ნუ დაუხრის ზეწოლას ბანკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ეროვნული ბანკი უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტია ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაუძლებს ზეწოლას, ვურჩევთ გადადგეს, რომ შეინარჩუნოს პატიოსანი კაცის რეპუტაცია. თუ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ბოლო პერიოდია აკეთებს, შელახავს საკუთარ რეპუტაციას და ზიანს მიაყენებს სამომავლო პროფესიულ საქმიანობას,” – განაცხადა ფადი ასლიმ „თი-ბი-სის“ საქმესთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები