საერთაშორისო მარცხის გამო ძიუდოს სამწვრთნელო შტაბი გადადგა

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი განცხადებით, მწვრთნელებს თავად ესაუბრა და უახლოეს პერიოდში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი გეგმა შემუშავდება.

სამწვრთნელო შტაბის გადადგომის მიზეზი თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატი გახდა, საიდანაც საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დაბრუნდა.

ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური ძიუდოს განადგურებაში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ადანაშაულებს. ზვიადაური აცხადებს, რომ ქევხიშვილი გუნდის მთავარი მწვრთნელის საქმიანობაში უხეშად ერევა, პირადად არჩევს ამა თუ იმ შეჯიბრებაზე მონაწილე სპორტსმენებს და  ძიუდოს ფედერაციის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.

ზვიადაურისვე განცხადებით, მისი კრიტიკა არანაირად არ ნიშნავს სურვილს, თავად მივიდეს ძიუდოს ფედერაციაში. რეალური მიზეზი ქართულ ძიუდოში შექმნილი მძიმე ვითარებით გამოწვეული გულისტკივილია.

მსგავსი თემები