„საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩვენი გარიყვა სასიკვდილო საფრთხის მაჩვენებელია“ – გიორგი ხაინდრავა

კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას განცხადებით, იმ ფონზე, როცა საქართველო გამუდმებით აგრესიის ქვეშ იმყოფება, ამერიკის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არადა, მისივე შეფასებით, გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციები NDI-ს სახით, საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახდენენ.

არსებულ საფრთხეებზე გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს, საერთაშორისო ასპარეზზე ძირს უთხრის.

„საქართველო ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანაა. ჩვენ გამუდმებით აგრესიის ქვეშ ვართ. ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აგრესიული ქვეყნის ჯარი იმყოფება, თბილისიდან 25 კმ-ის მოშორებით. გამუდმებული აგრესიის ქვეშ ვართ. ამის მაგალითია ორი ოკუპირებული რეგიონი – აფხაზეთი და ოსეთი. ამ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია საერთაშორისო პატრნიორების დამოკიდებულება, განსაკუთრებით აშშ-ის დახმარება, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას განაპირობებს“ – განაცხადა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ და აღნიშნა, რომ NDI-ს კვლევები საქართველოს საერთაშორისო გარიყვას ემსახურება, რაც რუსეთის ინტერესებში შედის.

„რომ არა ამერიკა ჩვენ დამოუკიდებელი არ ვიქნებოდით, ვერ ვიქნებოდით სუვერენულები. აშშ-ის დამხარება განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის დროს გამოიხატება. ბობოქარ სამყაროში ვცხოვრობთ, დაინგრა საერთაშორისო წესრიგი, პრაქტიკულად, ამ პირობებში,  ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობიდან გარიყვა სასიკვიდილო საფრთხის მატარებლია“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები