“საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი” – ანრი ოხანაშვილი სერგი კაპანაძეს

„საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იყო მიღწეული,“ – ამ რეპლიკით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“  წარმომადგენელს, სერგი კაპანაძეს უპასუხა.

ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის „დასაწუნი“ მმართველ გუნდს არაფერი აქვს.

„ძალიან გთხოვთ, როდესაც კომენტარს აკეთებთ და მით უმეტეს, როცა რამეს გვიწუნებთ, თქვენი დასაწუნი ნამდვილად არ გვაქვს არც კონსტიტუციაში ცვლილებები და არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუნსის საფუძველზე იყო მიღწეული, მათ შორის ეუთო /ოდირის რეკომენდაციები, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო მხარდაჭერილი. მე მომერიდებოდა თქვენს ნაცვლად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები