“საეკლესიო სფეროშიც შეიძლება, არსებობდეს რაღაც გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს” – გია ვოლსკი

“საზოგადოებამ იმ ტრადიციას პატივი უნდა სცეს, რაც ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში მოაქვს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, წინა ხელისუფლება, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. დეპუტატის თქმით, საქართველოს ისტორიისთვის ეკლესია დიდი მნიშვნელობისაა და ეს უნდა შენარჩუნდეს.

“საეკლესიო სფეროშიც შეიძლება, არსებობდეს გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს. არსებობდა რეჟიმი, რომელიც ამ გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. რამხელა არის მასშტაბი და რამდენად დიდი იყო დაზიანება, ამაზე მონაცემები არ მაქვს. დამაჯერებელი მონაცემები მაქვს, რასაც ჰქვია ჩემი ნაცნობობა სასულიერო პირებთან და ურთიერთობები, რაც პოზიტიურის გარდა, არანაირ მოსაზრებას არ ტოვებს. არიან მღვდლები და დეკანოზები, მაღალი იერარქიის ადამიანები, ვინც თავისი საქმიანობითა და პიროვნული თვისებებით გამოხატავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მათ სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები