სად შეგვიძლია ვიყიდოთ ბზა ლეგალურად, რომ სანქციებს ავცდეთ

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა “მედიაცენტ მთავარში” ბზის ლეგალურად მოპოვების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბზის, ან ბზის ტოტების მოჭრა აკრძალულია, თუმცა ეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია. 

“მიუხედავად იმისა, რომ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბზის, ან ბზის ტოტების მოჭრა აკრძალულია, იგი დასაშვებია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს კერძო სანერგეებიც, სახელმწიფო სანერგეებთან ერთად, რომელსაც, ერთის მხრივ, ბზა გამოჰყავს ქოთანში და რომელსაც ტაძრებთან ახლოსაც ვხვდებით; ასევე მოსახლეობა, რომელსაც კერძო საკუთრებაში თავის ნაკვეთებში აქვთ ბზის ბუჩქები. თუმცა ბზის ამ ტიპით მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა, ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები”, – განაცხადა  ნათია იორდანიშვილმა.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები