სად მიდის სამედიცინო ნარჩენები და როგორ ხვდება ის ნაგვის ბუნკერებში?!  

ქვეყანაში, წელიწადში 5-დან 10 ტონამდე სამედიცინო ნარჩენები გროვდება, რომლის ნაწილი ნაგვის ბუნკერებში ხვდება, რაც ეპიდემიის სერიოზულ რისკს ქმნის. სად მიდის სამედიცინო ნარჩენები, რა რეგულაციები მოქმედებს ქვეყანაში, სად ხვდება მოკვეთილი კიდურები თუ სხვა ნარჩენები, ამ საკითხებზე დღეს, „მედიაცენტრ მთავარში“ ამ საქმის ექსპერტები 11:00 საათზე ისაუბრებენ, თუმცა, მანამდე, როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ იაშვილის კლინიკის ხარისხის სამსახურის დირექტორმა, კლინიკურმა დირექტორმა და „ევექსის“ ქსელის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლელა წაქაძე განუცხადა, სამედიცინო ნარჩენები ნადგურდება, თუმცა, არის შემთხვევები, როცა ის ნაგვის ბუნკერებშიც ხვდება.

„პათანატომიური ნარჩენისთვის, სპეციალური კონტეინერები არსებობს, სადაც თავსდება მოკვეთილი ორგანოები, კიდურები და იგზავნება ლაბორატორიაში, თუ საჭიროა ამ ორგანოს, თუ ან ნაწილის გამოკვლევა. გამოკვლევის შემდეგ, კონტეინერი მიაქვს ისევ კონტრაქტორ დაწესებულებას და ანადგურებს,” – განცხადება ლელა წაქაძე „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, ისეთი ნაწიბურები, როგორიც ხალი და მეჭეჭია, შესაძლებელია ჩვეულებრივ ინფექციურ ნარჩენებში ჩააგდონ. არსებობს ისეთი ნარჩენებიც, რომელიც კონტეინერით ნადგუდება: “ხალი, მეჭეჭი და ასე შემდეგ, თუ საკვლევი მასალა არაა, შესაძლებელია ჩვეულებრივ ინფექციურ ნარჩენში ჩავაგდოთ. ყვითელი კონტეინერები, რაც კლინიკებში დგას, ეს ყველა ინფექციური ნარჩენია. ეს ნარჩენები მიდის ინსენერატორში და ნადგურდება. შემდეგ ხდება ფერფლის შესწავლა, რომ არ იყოს გარემოსთვის დამაბინძურებელი. ისეთი ნარჩენებიცაა, რომელიც კონტეინერებით იწვება და ნადგურდება,” – განაცხადა ლელა წაქაძე “მედიაცენტრ მთავართან”.

რაც შეეხება სამედიცინო ნარჩენების ნაგვის ბუნკერში მოხვედრას, წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ ეს შიდა კონტროლის ხარვეზია.

შეგახსენებთ, რომ კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში, სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება.

მსგავსი თემები