„სად იყო ადა? გადავამოწმეთ და ის იმყოფებოდა ქობულეთში“ – პოლიტიკური აფერისტობა

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ ამისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია და ყოფილი „პატრიოტელი“ ემზარ კვიციანიც კი გამოიყენეს.

“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ცდილობდნენ კონკრეტული დეპუტატები დაერწმუნებინათ, რომ გამიჯნულიყვნენ ამ პროცესს. პირველი მოსმენის წინ, მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი და მეორე მოსმენამდე კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია. როცა ვიკითხეთ მეორე მოსმენისას სად იყო ადა მარშანია, გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა და ვერ ჩამოდიოდა სიმაღლის გამო. გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით სად იყო ადა მარშანია და აღმოჩნდა რომ ის იყო ქობულეთში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ადა მარშანიმ უპასუხა და დაუკონკრეტა, რომ მას ჰქონდა წნე… ვა…  

„ნაციონალურ მოძრაობას არც ვესალმები და ისინი ჩემთან ბნელ მოლაპარაკებებს ვერც გამართავდნენ. როგორ გაბედავდნენ საერთოდ მოსვლას. მე მქონდა ძალიან სერიოზული პირადი მიზეზი და ამის გამო არ ვესწრებოდი მეორე კენჭისყრას. საშინელი წნე..ვა… მქონდა. ესაა ერთადერთი მიზეზი. თუ ვინმეს ეს ძალიან აინტერესებს, 200 მქონდა წნევა. ბატონ კობახიძეს უნდა თავისი ჭკუით ყველანაირი მეთოდებით, მათ შორის სასაცილო და უცნაური მეთოდებით ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაგვაბას. არადა თვითონ არის ღრმა, კრიმინალურ კოჰაბიტაციაში შესული ამ ე.წ. პოლიტიკურ ძალასთან” – ასე უპასუხა მარშანიამ კობახიძეს.  

მსგავსი თემები