სად არის მკვლელი? – დავით სარალიძის ოჯახის მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახი უკმაყოფილოა, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის იმ დასკვნით, რომელიც კომისიის წევრმა მმართველი გუნდის დეპუტატებმა წარმოადგინეს.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, ისინი ემიჯნებიან კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელმაც ვერ გასცა პასუხები მათ ძირითად კითხვას, თუ ვინ მოკლა დავით სარალიძე.

მისივე თქმით, 3 თვის განმავლობაში მუშაობდა პარლამენტის საგამოძიებო კომისია და დაიდო 2 დასკვნა. კომისიის წევრმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატებმა 2 სხვადასხვა და სრულებით განსხვავებული დასკვნა დადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისიის მუშაობამ პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლა.

“მეორე დასკვნა, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ის არ იყო წარდგენილი იმ სხდომების საფუძველზე რასაც მთელი საზოგადოება ადევნებდა თვალს. თურმე, დაზარალებული მხარე სამ ძირითად საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას: – რატომ დაინგრა ფარდული, გამოძიებაზე მირზა სუბელიანის გავლენა და ერთ-ერთი ბრალდებულის, ამჟამად მსჯავრდებულის მიერ გამოყენებული დანის გაღუნვა​არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, თუ ვინ არის დავით სარალიძის  მკვლელი, ეს ადამიანი დღეს არ გვყავს და არც კომისიას უმსჯელია ამ საკითხზე. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქმე გვქონდა საპროცესო დარღვევებთან, რამაც გავლენა მოახდინა გამოძიების მსვლელობაზე და გამოძიება აბსოლუტურად სწორად ჩატარდა და ამაზე გავლენა არავის მოუხდენია”, – აცხადებს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

მსგავსი თემები